ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გია დუღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გია დუღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკო და სოფლის დღესასწაულს დაესწრო. სპორტული შეჯიბრებების შემდეგ, სოფლის საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
სოფელ თამარიანში დაბადებული გია დუღაშვილი, 1993 წელს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. გარდაცვალების შემდეგ კი მას ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები