ზელენსკი ამერიკას ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ის ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და “გამარჯვების გეგმას” წარუდგენს.

ნიუ-იორკში ჩაფრენამდე უკრაინის პრეზიდენტმა თვითმფრინავის ბორტიდან საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ამერიკას აქვს საკმარისი ძალა, რომ მოკავშირეებთან ერთად უზრუნველყოს უკრაინის საჭიროებები.

“სწორედ ამ შემოდგომაზე გადაწყდება, რა მოხდება ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია ჩვენი პოზიციების გაძლიერება, რაც ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის და ნამდვილად სამართლიანი მშვიდობისთვის არის საჭირო. უკრაინა გამარჯვების გეგმას წარადგენს. პირველი მას ამერიკის პრეზიდენტი ნახავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები