ძლიერი წვიმის გამო იაპონიაში 30 ათასი მოსახლის ევაკუაციაა გამოცხადებული

იაპონიის დასავლეთ კუნძულ ჰონსიუში მდებარე იშიკავას პრეფექტურის 29 750 მაცხოვრებლის ევაკუაცია გამოცხადდა, ერთი ადამიანი კი დაკარგულია, ამის შესახებ NHK იუწყება.
გამოცხადდა მეოთხე საფრთხის დონე ხუთიდან. ეს ნიშნავს თავშესაფარში ევაკუაციის რეკომენდაციას, სანამ ევაკუაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია.
საფრთხის შემდეგი უმაღლესი დონე, მეხუთე, ნიშნავს გადაუდებელი ზომების აუცილებლობას ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც უსაფრთხოების მიზეზების გამო აღარ არის შესაძლებელი ევაკუაციის პუნქტში გადასვლა.

_6640

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები