არჩილ გორდულაძე: „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ

„ლელოს” და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ისინი მზად არიან, ურთიერთბრალდებების მიუხედავად შეერთდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ არაერთი შეურაცხყოფა აქვთ ნათქვამი, უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, ერთი “თვალთხარიას” ეძახდა, მეორე დანაშაულებში ამხელდა, ისინი მზად არიან, რომ ამ შეურაცხყოფების და ურთიერთბრალდებების მიუხედავად შეერთდნენ, რადგან ასეთია მათი დავალება. გუშინ ვნახეთ, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ალბათ, მათში რაიმე ადამიანური მაინც არის დარჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები