ფხენიანმა კიმ ჩენ ინის ატომურ ობიექტზე სტუმრობის ფოტოები პირველად გაასაჯაროვა
ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ატომურ ობიექტზე სტუმრობის ფოტომასალა პირველად გაასაჯაროვა,- ამის შესახებ სახელმწიფო მედია წერს.
გამდიდრებული ურანის საწარმოში სტუმრობის დროს, სადაც ბირთვული იარაღისთვის მასალები იწარმოება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ გამდიდრებული ურანი ბირთვული ქობინების წარმოებისთვის აუცილებელია.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული ცდები პირველად 2006 წელს ჩაატარა.
სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთის გეგმებს, წარმოების გაზრდის შესახებ, მკაცრად გმობს.
ფხენიანი, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად სარაკეტო და ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, თუმცა გამდიდრებული ურანის საწარმოს შესახებ საჯარო განცხადება პირველად გააკეთა.