ხულოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაძეებში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ორსართულიანი შენობის მშენებლობას, რომელშიც სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის დარბაზი და სამუშაო ოთახები განთავსდება.

“პროექტის ღირებულება 198 456 ლარს შეადგენს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას 14 მლნ ლარამდე აქვს გათვალისწინებული,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები