ტრამპმა გენერალ ფლინის წიგნი „დიფ სთეითის“ შესახებ მოიწონა

გენერალ მაიკლ ფლინის წიგნს „უდანაშაულობის შეწყალება“, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფანტასტიკურს უწოდებს და ამერიკის მოქალაქეებს მის დაუყოვნებლივ შეძენას და წაკითხვას ურჩევს.

ტრამპის თქმით, წიგნი ფუნდამენტურად განმარტავს, თუ რამდენად ახლოს მივიდა „დიფ სთეითი“ ამერიკის შეერთებული შტატების განადგურებამდე

პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ მისთვის გენერალ ფლინის, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იყო, შეწყალება დიდი პატივი იყო, რადგან ის ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას „დიფ სთეითის“ სასტიკი თავდასხმის სამიზნე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები