ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 34-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, სამხრეთ შტატ თელანგანაში, ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“ნანგრევებიდან 31 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო სამი საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაიცვალა“, – განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა, პარიტოს პანკაჯმა.

პოლიციამ, საჩივრის საფუძველზე, ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები