“ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, მეტი ელექტროენერგიის გენერაციაა საჭირო, ჰიდროელექტროსადგურები -ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს” – მაია მელიქიძე
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მეტი ელექტროენერგიის გენერაციაა საჭირო. ამის შესახებ მელიქიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურები – ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს. ერთი თემაა, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო. ჩვენ არ ვართ თვითკმარი ქვეყანა. იმისათვის, რომ ენერგეტიკულმა ბირჟამ თავისი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღოს, ჩვენ იმაზე მეტი ელექტროენერგია უნდა გვქონდეს, ვიდრე გვჭირდება. ანუ, მეტს უნდა ვაწარმოებდეთ იმისათვის, რომ ფასი ადეკვატური იყოს. ეკონომიკის პრინციპებია, თქვენც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნა – მიწოდების დროს თუ პროდუქტი დეფიციტურია, ფასი ყოველთვის მაღალი იქნება , როდესაც პროდუქტი მეტი იქნება, ბუნებრივია ფასი გაცილებით უფრო სახარბიელო იქნება. ჩემი გადმოსახედიდან ეს უფრო მეტ სირთულეებს ქმნის, რადგან ვადა ძალიან ცოტაა, ვიდრე, ვთქვათ, ის ტექნიკური ნაწილები, რომელზეც ახალ დადგენილებაშია ყურადღება გამახვილებული. ჩვენ შარშან ქსელში 50 მეგავატის შეყვანა შევძელით, სინამდვილეში გაცილებით უფრო მეტი გვჭირდება. რაც მეტი დრო გადის, მოხმარება იზრდება, წლიდან წლამდე 3-5%-იანი ზრდა გვაქვს. კარგად ხედავთ, რამდენად მაღალია დეველოპერული კომპანიების აქტიურობა, ძალიან ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გვხვდება, მათ შორის კერძო სახლებიც, ამას ელექტრომობილები ემატება, ამასთანავე ადამიანის ცხოვრების დონის ზრდა ხდება, კონდიცირებას ვგულისხმობ. როდესაც კვლევა გამოვითხოვეთ, კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ დაახლოებით, სამი წლის წინ 70 000 ახალი კონდიციონერი დამონტაჟდა, ამ სამი წლის განმავლობაში ახალმა დამონტაჟებულმა კონდიციონერების რაოდენობამ 180 000-ს გადააჭარბა. ეს კიდევ დამატებით ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. ეს ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან კარგია, რადგან ცხოვრება მარტივდება. ყველა ტექნოლოგიას ელექტროენერგია სჭირდება. ამას მეტი ელექტროენერგიის გენერაცია სჭირდება. ბოლოს სტატისტიკა რომ ნახოთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 435 პროექტი შევიდა. პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხელშეკრულებათა გაფორმების შესაძლებლობა 28 თებერვალს დასრულდა. 11 200 მეგავატზე გაკეთდა განაცხადი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 4 600 მეგავატია. 11 200-ში 6 000 მეგავატი მზე იყო, 4000 მეგავატი ქარი ძალიან ცოტაა ჰიდრო და ეს ძალიან საწყენია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მზე და ქარი, შეიძლება, როგორც დამხმარე საშუალებებად განვიხილოთ, ისინი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს. ჰიდრო ჰაერივით გვჭირდება. ამიტომ დასანანია, რომ ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა, სურვილი იმისა, რომ ინვესტირება ჰიდროში მოახდინონ. მათ თავიანთი პოლიტიკა შეცვალეს და მაქსიმალურად ქარსა და მზეზე გადმოერთნენ. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია , პირიქით მშვენიერია. ჩვენ ქვეყანას ამ ნაწილში პოტენციალი აქვს და ეს ასათვისებელია , მაგრამ ის პრობლემები, რომლებიც ჰიდროს მიმართულებით გვაქვს, აუცილებლად გამოსასწორებელია. ნამოხვანი, ნენსკრა, ხუდონი უნდა აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ოპერირება გაგვიჭირდება. 1978 წელს “ენგურჰესი” აშენდა და დადგმული სიმძლავრე 1 300 მეგავატი იყო . მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირში კი არა, მთელს მსოფლიოში შევიდა ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც ამხელა ჰიდროელექტროსადგურის აშენება შეძლო. ამ სამივე ჰიდროელექტროსადგურის, რომელიც მე ჩამოვთვალე, ნამოხვანის, ნენსკრას და ხუდონის, დადგმული სიმძლავრე ჯამში 1 417მეგავატია, ოდნავ მეტი, ვიდრე ენგურის გამომუშავება. ამიტომ, დასანანია, რომ ჩვენ ამ ნაწილში ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა გვიწევს, რადგან ეს გვჭირდება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ჩამოვყალიბდებით.
ჩვენ ახლა ვცდილობთ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ავაშენოთ. ამ თემასაც მინდა შევეხო, რადგან ძალიან კრიტიკულია, ამით ევროპას ვუკავშირდებით. ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი სამჯერ, ოთხჯერ, პერიოდულად ხუთჯერ, უფრო იაფია, ვიდრე იგივე პროდუქტი , რომელიც ევროპაში , იყიდება. ევროპულ ქვეყნებში ელექტროენერგია საკმაოდ ძვირია, რადგან მათ იმის რესურსი არა აქვთ, რომ აგენერირონ. შესაბამისად, დაგვთანხმდნენ და მზად არიან, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი აშენდეს . ამაში ოთხი ქვეყანაა ჩართული, საქართველო და ეს წმინდა ქართული პროექტია, ქართველის მიერ ინიციირებული და შექმნილი. აზერბაიჯანი, რომელიც სასწაულად აქტიურია ამ პროცესში, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიწყო განახლებადი ენერგოწყაროებისგან ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა ქარით და მზით, წყალი არა აქვს. გაზი აქვს, მაგრამ ევროპამ უთხრა, რომ გაზისგან ნაწარმოებ ელექტროენერგიას არ მივიღებთო. იქითა მხარეს აქტიურია რუმინეთი და განსაკუთრებით უნგრეთი. მე უბრალოდ ერთი რაღაცის მეშინია, მაშინ როდესაც ეს პროექტი გაეშვება , საუბარია 2030-დან 35 წლამდე პერიოდზე, , ისე არ მოგვივიდეს, რომ აზერბაიჯანის გამტარ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ანუ სატრანზიტო ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ და ჩვენი ვერაფერი გავყიდოთ, იმიტომ, რომ ჩვენი არ გვქონდეს, თვითკმარი არ ვიყოთ. ამ დროს აზერბაიჯანმა მოახდინოს ტრანზიტი, თავისი პროდუქტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაატაროს, საკმაოდ სარფიანად გაყიდოს, თავის ქვეყანას ფინანსურად ეკონომიკური დოვლათი მოუტანოს. თქვენ რომ სტატისტიკა ნახოთ, წლიდან წლამდე ათეულობით მილიონი დოლარი გადის ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ჩვენ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. ჩვენ ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში არ შემოგვქონდა, პიკურ პერიოდებს კარგი გაგებით ვამბობ. წყალი ბევრი გვაქვს. აპრილი – მაისი – ივნისის პერიოდში მაღალი მთებში დნობა ბევრია, მდინარეებში წყალი მოედინება და მოდინებაზე მომუშავე ჰესები, რეზერვუარიანი ჰესები ელექტროენერგიას ძალიან აქტიურად აგენერირებენ, მაგრამ უკვე ესეც აღარ გვყოფნის. წელს პირველად შევამჩნიეთ, რომ ისიც კი აღარ გვყოფნის. ამიტომ დამაგროვებლებიც გვჭირდება. როდესაც როგორმე ამ ყველაფერს ავაშენებთ, ეს სადღაც უნდა დავაგროვოთ, რათა ზამთარში გამოვიყენოთ. ზამთარში ყოველთვის სირთულე გვაქვს ხოლმე , რადგან მდინარეები იყინება, ელექტროენერგიას ვერ ვაგენერირებთ, ამ დროს ბატარეა უნდა გვქონდეს. დღეს, მაგალითად, ერთადერთი ბატარეის მშენებლობაზეა საუბარი, იმასაც “აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს. ესაა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დახმარებით, ოღონდ ეს 200 მეგავატიანია. რა დროს გამოვიყენებთ? ჩვენ გვაქვს ხოლმე პერიოდი, როდესაც ქვეყანა ითიშება, ამ დროს უნდა მუშაობდეს მეტრო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილები , მათ შორის, საავადმყოფოები და ეს ჯერჯერობით, მხოლოდ მათთვის იქნება. მომავალში ბატარეები აუცილებლად დაგვჭირდება”- განაცხადა მაია მელიქიძემ.