“ჩვენ შევძელით, რომ დღეს საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა აღარ ექვემდებარება იმ უხვ დეზინფორმაციას, რომელიც დღესაც არის იარაღი “დიფ სტეითის” ხელში” – მაჭარაშვილი

“ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა აღარ ექვემდებარება იმ უხვ დეზინფორმაციას, რომელიც დღესაც არის იარაღი “დიფ სტეითის” ხელში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“დიფ სთეითის” სტილი არის ასეთი,  ჯერ დეზინფორმაციით გააჯერებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ ვითომ უბედურება ხდება, შემდეგ აამოქმედებს თავის “ენჯეოებს” იქ, რომელსაც აფინანსებ, ვითომ იქ დემოკრატიული ინსტიტუტები აღარ მუშაობენ, შემდეგ ალაპარაკებენ ევროპარლამენტში თავის დაქირავებულ ევროპარლამენტარებს და ამის შემდგომ მიდის ზეწოლა ხელისუფლებაზე.

სამწუხარო ის არის, რომ ეს მექანიზმი რომ ამუშავდება მერე საზოგადოება, იმ ქვეყანაში მორალურად ვეღარ უჭერს მხარს იმ ხელისუფლებას და უკანონოდ ცვლიან ხელისუფლებას – ეს არის სტილი.

ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს, საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა აღარ ექვემდებარება იმ უხვ დეზინფორმაციას, რომელიც დღესაც არის იარაღი “დიფ სტეითის” ხელში”, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები