ნიკოლოზ სამხარაძე: რა დონეზეც არის შეხვედრები ქართული დელეგაციისთვის, იგივე დონეზე გვაქვს ჩვენ შეხვედრები უცხოური დელეგაციისთვის საქართველოში

“ჩვენ არასდროს გვსმენია არცერთი მათგანის მხრიდან ან რომელიმე გერმანული ოფიციალური სტრუქტურის მხრიდან, რომ ისინი ემიჯნებიან მიხაილ როტის განცხადებას, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან შეხვედრაზე მათ თქვეს, რომ ეს არ არის გერმანიის ოფიციალური პოზიცია, რაც მიხაელ როტმა თქვა, თუმცა ეს ითქვა ჩემთან შეხვედრაზე, მაგრამ სახალხოდ არ თქმულა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ამასთან, სამხარაძის თქმით, რა დონეზეც არის შეხვედრები ქართული დელეგაციისთვის, იგივე დონეზეა შეხვედრები უცხოური დელეგაციისთვის საქართველოში.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთგვარ განაწყენებაზე, მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ არსებობს დიპლომატიური პროტოკოლიც და რა დონეზეც არის შეხვედრები ქართული დელეგაციისთვის, იგივე დონეზე გვაქვს ჩვენ შეხვედრები უცხოური დელეგაციისთვის საქართველოში, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსი იყო – ეს არის განცხადებები, რომელიც სწორედ იმ კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა საქართველოში ვიზიტისას, რომელ კომიტეტსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ

შეგახსენებთ, რა განცხადებები კეთდებოდა, რომ ქართული მართლმადიდებლობა არის სიბნელე და რომ ქართულ მართლმადიდებლობას და ევროკავშირს ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს, მეორე განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ თურმე არის ქართული კოშმარი და ა,.შ. ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე ასეთი განცხადებების შემდეგ დავსხდეთ და გავაგრძელოთ საუბარი, რომ ვითომ არაფერი ყოფილა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები