ლვოვში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.