ქადაგიშვილი – ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ზოგადად, ვხედავთ, რომ დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს და ალბათ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველასი, ვინაიდან ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს
“ზოგადად, ვხედავთ, რომ დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს და ალბათ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველასი, ვინაიდან ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, “ქრონიკასთან” ისაუბრა.
„არ მინდა, მოვლენებს წინ გავასწრო. ზოგადად, ვხედავთ, რომ ეს დაპირისპირება მწვავე ფორმებს იღებს და ალბათ პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველასი, ვინაიდან ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაპირისპირების დეესკალაცია არ მოხდება.
როგორც ვიცით, ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და უფრო მეტი კონკრეტიკა ალბათ მაშინ გამოჩნდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.