დავით ჩიხელიძე: აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

“აუცილებელია, საგამოძიებო უწყებებმა დაიბარონ გიორგი გახარია, რომელმაც დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, სადაც „საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს.

„კადრებში მკაფიოდ ჩანს ინციდენტის დაწყება, გახარიამ საკუთარი ბატონების მოსაწონებლად პროვოკაციული ქმედება განახორციელა, მან დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ესროლა, რასაც სამხარაძის მიერ თავის დაცვა მოჰყვა, შესაბამისად ინციდენტს გახარიას სახით მოძალადე ჰყავს, რომელმაც დეპუტატზე, მიზანმიმართულად იძალადა, ამის შემდეგ კი ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი გააქტიურდა, რომელიც მმართველ გუნდს, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა! პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის! კანონი ყველასთვის ერთნაირი მოცემულობაა, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს, წერტილი!“, – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები