გია აბაშიძე: გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბათუმში მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.
მისი თქმით, გიორგი გახარია უნდა დაიკითხოს.
„ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა – არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი. არცაა გასაკვირი. თავის დროზე მოღალატე გიორგი გახარიამ ნიკა მელიას სასარგებლოდ მმართველ გუნდს უღალატა და ყველანაირად იქცა ნაცრადიკალად.
გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას!“ – წერს გია აბაშიძე.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა.