გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ გახარია არის უფრო მეტად მოღალატე, ვიდრე კოლექტიური “ნაცმოძრაობა”

“ეს ფაქტი რაც მოხდა, აჩვენებს მის ზნეობას თუ გააჩნია საერთოდ და რა თქმა უნდა, არ გააჩნია, მაგრამ საზოგადოებისთვის, ეს მის ზნეობას აჩვენებს“ ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, გახარია არის უფრო მეტად მოღალატე, ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

“საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ გახარია არის უფრო მეტად მოღალატე, ვიდრე კოლექტიური “ნაცმოძრაობა”. იმის შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ – გიორგი გახარიას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თურმე პოლიციელს რომ დაარტყა ხელი, ეს არაფერია და არის გამოხატვის თავისუფლება, ამის შემდეგ, კომენტარიც კი ზედმეტია იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე,”- აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები