სენაკში მომხდარ ავარიას 25 წლის ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა 4 პირი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.