გერმანიაში სასტუმრო ნაწილობრივ ჩამოინგრა – დაღუპულია ერთი ადამიანი, 8 კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი

გერმანიის დასავლეთით, მოსელის ნაპირებთან მდებარე სასტუმროს შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ნგრევის დროს შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, 5 ადამიანი მომხდარს უვნებლად გადაურჩა, დანარჩენი ცხრა კი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

„შენობაში შესვლა უდიდესი სიფრთხილით მხოლოდ სასწრაფო დახმარების სამსახურებს შეუძლიათ“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

დღევანდელი დილის მდგომარეობით, საგამოძიებო უწყებამ ერთი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა, თუმცა ცხედარი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები