ვულკანმა “ეტნამ” გაიღვიძა – კატანიის აეროპორტის მუშაობა შეფერხებულია

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ევროპის ყველაზე დიდი ვულკანი “ეტნა” კვლავ ლავას აფრქვევს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვულკანი 4-წლიანი პაუზის შემდეგ გააქტიურდა. ბოლო რამდენი კვირის განმავლობაში კი მისი აქტივობა მკვეთრად გაიზარდა. ვულკანის აქტივობა ივლისის დასაწყისიდან დაიწყო, რის გამოც კატანიის აეროპორტის მუშაობა არაერთხელ შეფერხდა.

ვულკანის მიერ ამოფრქვეულმა ფერფლმა კუნძულის ქალაქები დაფარა, ასევე კატანიის აეროპორტის მუშაობის პროცესი კვლავ შეაფერხა. დაბალი ხილვადობის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო და კატანიიდან რეისები პალერმოს და კომიზოს აეროპორტებში გადაამისამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები