ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კამალა ჰარისის შესახებ პაროდიული ვიდეო გააზიარა

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კამალა ჰარისის შესახებ პაროდიული ვიდეო გააზიარა.

მედიის ინფორმაციით, კამალა ჰარისის კლიპს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ხმა, რომელიც კამალა ჰარისის ხმას ჰგავს.

მასკმა გაზიარებულ ვიდეოს დაურთო წარწერა „ეს შესანიშნავია“.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში მომხმარებელმა Mr. Reagan-მა გამოაქვეყნა, ილონ მასკმა 27 ივლისს გააზიარა. მოგვიანებით, მასკმა აღნიშნა, რომ „ამერიკაში პაროდია ლეგალურია“.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-მომხმარებელმა, რომელმაც აღნიშნული ვიდეოკლიპი თავდაპირველად გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელ X-ში მიუთითა, რომ ვიდეო პაროდიაა. ილონ მასკის მიერ გაზიარებულ ვიდეოში ეს არ ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები