თოლია სტივენმა 2 თვეში 30 შეკვრა ჩიფსი მოიპარა – მას მაღაზიაში შესვლა ოფიციალურად აეკრძალა

ინგლისში, დორსეტის საგრაფოს სოფელ უაიკ-რეჯისში თოლიას, რომელსაც სტივენი ჰქვია, მაღაზია Lyndale Central-ში შესვლა ოფიციალურად აუკრძალეს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო 2 თვის განმავლობაში სტივენმა 30 შეკვრა ჩიფსი მოიპარა.

ფაქტების აღსაკვეთად, მაღაზიის შესასვლელთან გამოკრულია განცხადება: “გთხოვთ დახუროთ კარი, რათა ჩვენმა ადგილობრივმა ქურდმა შემოსვლა ვერ შეძლოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები