ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე ზელენსკის შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა.

„ახლა კი მსურს, სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა.

სანამ ზელენსკი მიკროფონთან მივიდოდა, ბაიდენმა შეცდომა იქამდე გამოასწორა.

„პრეზიდენტი პუტინი? პრეზიდენტი ზელენსკი. მე ისეთი ორიენტირებული ვარ პუტინის დამარცხებაზე, რომ მხოლოდ მაგაზე ვნერვიულობ და მეფიქრება..“ – დასძინა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები