ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხიხაძირი-კალოთას დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ანზორ მამულაშვილი