ხულოში წარმატებული სპორტსმენების ბანერი დაიდგა
ხულოს მერიის ინიციატივით, ხულოში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოასპარეზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენების ბანერი დაიდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„შმაგი ბოლქვაძე – ევროპის ჩემპიონი და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი;
ლერი აბულაძე – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი;
ლაშა გობაძე – მსოფლიოს ჩემპიონი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.