მექსიკაში ქარიშხალ „ბერილის“ გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

მექსიკაში ქარიშხალ „ბერილის“ გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, მეტეოროლოგებმა ქარიშხალს მე-3 კატეგორია მიანიჭეს.

ქვეყნის ხელისუფლება იუკატანის ნახევარკუნძულის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ სანამ ქარიშხალი გეზს მექსიკისკენ აიღებდა, იამაიკაზე საცხოვრებელი სახლები, ფერმები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

ინფორმაციისთვის, სტიქიურ უბედურებას კარიბის ზღვის კუნძულებზე სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები