ბრეთის მეურნეობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტდარბაზი შენდება
სოფელ ბრეთის მეურნეობაში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტდარბაზის მშენებლობა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერი , ზაზა გულიაშვილი , პირადად გაეცნო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას.
ამ ეტაპზე ხორციელდება სამშენებლო მოედნის შემოღობვისა და დაკვალვის სამუშაოები.
პროექტი დაფინანსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ახორციელებს შპს „ართვინ ჯორჯია“.