ქარელში გაიმართა საქართველოს ღია ჩემპიონატი ცურვაში
საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
23 ივნისს, ქარელის საცურაო აუზზე გაიმართა ქარელის ღია პირველობა ცურვაში.
ასპარეზობა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 2013-2014 წ.წ. დაბადებული გოგონები და 2012-2013 წ.წ. დაბადებული ვაჟები ,მთლიანობაში 70-მდე მოზარდი.
I,II და III საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებულები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ასპარეზობას დაესწრნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ასპარეზობის მიზანს წარმოადგენდა ქარელის მუნიციპალიტეტში ცურვის პოპულარიზაცია და განვითარება, მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა.