“ჩემი მთავარი მესიჯი ფეხბურთელებისთვის იყო – ითამაშეთ ფეხბურთი” – სანიოლი
“ჩემი მთავარი მესიჯი ფეხბურთელებისთვის იყო – ითამაშეთ ფეხბურთი”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ჩატარებული მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ზოგიერთ მათგანს ვუთხარი – გაიხსენე, როდესაც იყავი 16, 17, 18 წლის, მაშინ არ ფიქრობდი ამდენს.
საოცრად ითამაშეს დღეს ბიჭებმა, ბევრი სათქმელი არ მაქვს. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, არა მხოლოდ დღეს. მათ საუკეთესო თამაში აჩვენეს ჩეხებსა და თურქებთან. მათით ძალიან ვამაყობ. როდესაც პატარა გუნდი ხარ, ასეთ შეჯიბრებაში დასაკარგი არაფერი გაქვს”, – აღნიშნა სანიოლმა.