თბილისში ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა – დაკავებულია სამი პირი

თბილისში ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები