ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის მზადებას ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა საბჭომ, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეიკრიბა, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა, – ამის შესახებ უცხოური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, მხარეებს შეუძლიათ ოფიციალურად დაიწყონ მზადება 25 ივნისს დაგეგმილი მთავრობათაშორისო კონფერენციებისთვის, რომელიც ამ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, სოციალურ ქსელში მთავრობათაშორისო კონფერენციების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინასთან კონფერენცია ლუქსემბურგში 25 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი, მოლდოვასთან – კი – 18:00 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები