საფრანგეთის სასამართლომ მხარი დაუჭირა ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერის გაცემას

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს მხარი დაუჭირა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაპატიმრების ორდერს, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ ასადის დაპატიმრება შესაძლებელია 2013 წლის აგვისტოში სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმისთვის, რომლის დროსაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ასადის გარდა, საფრანგეთმა გასცა დაპატიმრების ორდერი მისი ძმის, სირიის არმიის დივიზიის მეთაურის, მაჰერის და ორი გენერლის, ჰასან აბასისა და ბასამ ალ-ჰასანის მიმართ.

ასადის მთავრობამ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება მისი ოპონენტების წინააღმდეგ სამოქალაქო ომში, რომელიც 2011 წლის მარტში დაიწყო.

ამასთან, მედიის ცნობით, სირიის ხელისუფლებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარის ამ დრომდე არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უცხო სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები