მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუხიანში,ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 834 ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები