Reuters: ევროკავშირი და ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებენ

ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში – მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებებზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პაქტს ხელს, სავარაუდოდ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში მოაწერს.

ინფორმაციისთვის, ზელენსკის ვიზიტი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები