ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათ შორის ერთს – ევროკავშირთან, – ამის შესახებ ზელენსკიმ მედიას განუცხადა.

„შევხვდები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ლიდერებს და გავმართავ ორმხრივ მოლაპარაკებებს.

ჩვენ გავაფორმებთ სამ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის ერთს ევროკავშირთან, როგორც მთლიანად ბლოკთან.

პირველად, ეს შეთანხმება ითვალისწინებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინას ფართო მხარდაჭერა, შიდა ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები