“დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა, ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით” – ზაზა ფაჩულია

“ვულოცავ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს წარმატებას. მადლობა მათ ამ სიხარულის მონიჭებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაზა ფაჩულია წერს.

კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებს შემდეგ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.

“გულშემატკივრის მხარდაჭერა და გერმანიაში ამდენი ქართველის ნახვა უდიდეს მუხტს აჩენს. მხარდაჭერა იგრძნობა საქართველოდან, იმ ქომაგებისგანაც, რომლებმაც გერმანიაში წასვლა ვერ მოახერხეს. დიდი გამარჯვებები მხოლოდ ასეთი ერთიანობით მიიღწევა. ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და ჩვენი ქვეყნით. წარმატებები შემდეგ ეტაპზე”, – წერს ფაჩულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები