ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიაში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრებზე ჯეიმს ო’ბრაიენი ხაზს გაუსვამს აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესს და აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართ.

ინფორმაციისთვის, ბაქოდან ჯეიმს ო’ბრაიენი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც დუბროვნიკის ფორუმს დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები