ჯონ კირბი: აშშ მიესალმება მარკ რუტეს თანამდებობაზე დანიშვნას

აშშ მიესალმება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჯო ბაიდენი და მარკ რუტე უკვე თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, უკრაინისადმი საერთო ძლიერ მხარდაჭერაზე, მოწინავე ტექნოლოგიების დაცვასა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ამასთან, ჯონ კირბიმ მოქმედ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციისთვის, საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები