“ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობაში არ არიან, უფრო გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვთ, ვიდრე საქართველოს” – დავით მათიკაშვილი

„სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში და ეს დამოკიდებულება აისახება იმ სავიზო რეჟიმით, რაც ამ ქვეყნებს შორის არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ერთი მხრივ, ვისმენთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან ერთგვარ განცხადებებს, სურვილებს, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ეს პარტნიორობა გრძელდება ათწლეულების განმავლობაში, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს სტატისტიკა – ისეთი ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან არ არიან სტრატეგიულ ურთიერთობაში, მათ მოქალაქეებს ბევრად გამარტივებული რეჟიმი აქვთ სავიზო მომსახურების, ვიდრე საქართველოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები