რუსულმა საოკუპაციო ძალებმა წუხელ ხარკოვში ხუთსართულიან კორპუსს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 12, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის 12 წლის ასაკის ორი ბავშვია.
წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გაისროლეს.