მოლდოვაში ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან დაკავშირებული ხუთი ტელეარხი დაიხურება

მოლდოვის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში დაიხურება ხუთი ტელეარხი, რომლებიც „ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქებთან, ილან შორისთან და ვლადიმერ პლახოტნიუკთან არიან დაკავშირებული“.

„დაფიქსირებულია ტრანზაქციები, რომლებითაც კომპანიების პლახოტნიუკისა და შორის დაჯგუფებთან კავშირი დასტურდება“, – აცხადებენ მოლდოვის მთავრობაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების განვითარების საბჭომ მიიღო.
ლიცენზია იმ სამ კომპანიას ჩამოერთმევა, რომლებსაც ეკუთვნით ტელეარხები Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3.

მოლდოვის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიებმა დაარღვიეს საბჭოს მოთხოვნები და დაფინანსების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია წარადგინეს – მიუთითეს მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის მონაცემები მაშინ, როდესაც მათ ანგარიშები სხვა ბანკებშიც ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები