ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შეასრულა პირობა და გამარჯვების 80 წლის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა. თუმცა, სერბეთის მთავრობისა და არმიის წარმომადგენლების გარეშე, რათა მათ სანქციები არ დაეკისროთ.

მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და მე შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,- აღნიშნა ვუჩიჩმა.

მან ხაზი გაუსვა პუტინთან მოლაპარაკებების და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.

„ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ დიდი სამამულო ომის გამარჯვების ხსოვნა. ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები