პაპუა -ახალ გვინეაში, პროვინცია ენგაში მეწყერს, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ABC News იტყობინება.
აღნიშნულია, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელიზაბეთ ლარუმმა განაცხადა, რომ მთიდან წამოსული მეწყრის გამო სახლებია დანგრეული.
“გვიან გამთენიისას მოხდა, როდესაც ხალხს სახლებში ეძინათ, მთელი სოფელია დანგრეული. რამდენადაც შემიძლია ვივარაუდო, მიწის ქვეშ 100-ზე მეტი ადამიანია”,- თქვა ლარუმმა.
მეწყერმა, ასევე, ქალაქ პორგერის გზა დაბლოკა.