დავით შერაზადიშვილი ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლო ზარი დაირეკა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ია სვანიძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისის N1 საჯაროს სკოლას ეწვია და ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, სკოლის დამთავრება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა.

„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ბოლო ზარის ღონისძიებას ჩემს მშობლიურ N1 საჯარო სკოლაში დავესწარი. მინდა, თითოეულ მათგანს სკოლის დამთავრება  მივულოცო და წარმატება ვუსურვო ცხოვრების ახალ გზაზე!

დღეს ემოციური დღეა არა მხოლოდ მოსწავლეებისა და მშობლებისთვის, არამედ თითოეული პედაგოგისთვის, სწორედ მათი 12-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგია ეროვნული, სწორი ღირებულებებით აღზრდილი თაობა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. სკოლის კურსდამთავრებულებს კი ვუსურვებ პერსპექტივებითა და თავგადასავლებით სავსე მომავალს. ვიმედოვნებ, რომ საკუთარი პროფესიონალიზმით, განათლებითა და გამოცდილებით მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები