აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს
აბაშაში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 134 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებებს, სოფელ ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც მოწყობილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი სივრცეები.
„დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მწერლის სახლ-მუზეუმი.
ღონისძიებას კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კონსტანტინეობა“ გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც „ქართული ხმებთან“ ერთად ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.