ნიკოლოზ სამხარაძე – ჯო უილსონზე: ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო საქართველოს „თავისუფლებისთვის“, არამედ სირიის, ალჟირისა და პაკისტანის „თავისუფლებისთვისაც“ იბრძვის – მსგავსი ფიგურები პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან
ეს არის ადამიანი, რომელიც არა მარტო საქართველოს „თავისუფლებისთვის“ იბრძვის, არამედ იბრძვის სირიის, ალჟირისა და პაკისტანის ქვეყნების „თავისუფლებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენ, ჯო უილსონზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს არც საქართველოს, არც პაკისტანისა და არც ალჟირის მიმართ, რომელიც დღეში 7-8 „ტვიტს“ წერს ამ ქვეყნებზე, ფაქტია, რომ ამას ის აკეთებს რაღაცის ინტერესის გამო. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს არის ფინანსური ინტერესი. არანაირი აზრი არ აქვს მსგავს ფიგურებთან თანამშრომლობას, რადგან ისინი ვერ ცვლიან პოლიტიკურ ამინდს“, – აღნიშნა სამხარაძემ.