მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025“-ს გამოეთიშა
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025“-ს გამოეთიშა. ქართველმა მომღერალმა კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა.
მარიამ შენგელია „ევროვიზიაზე“ მე-10 ნომრად წარდგა და სიმღერა სახელწოდებით Freedom შეასრულა.
„ევროვიზია 2025“-ის ფინალური ეტაპი 17 მაისს, ქალაქ ბაზელში გაიმართება, სადაც 26 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს.