თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი კონია იყო.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგები ასევე იგრძნობოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც.

მიწისძვრის სიღრმე 18.73 კილომეტრს შეადგენდა.

როგორც კონიას გუბერნატორმა განაცხადა, სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები