ნიკოლოზ სამხარაძე: მგონი ბრიუსელში მომწიფდა აზრი, რომ ურთიერთობების არქონით შედეგს ვერ მიაღწევენ თუ რაიმე უნდათ საქართველოს ხელისუფლებისგან – ჩვენ ნებისმიერი ღია დიალოგისთვის მზად ვართ
მე მგონი ბრიუსელში მომწიფდა აზრი, რომ არ ლაპარაკით და ურთიერთობების არქონით ვერანაირ შედეგს მიაღწევენ, თუ მათ რაიმე უნდათ საქართველოს ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ ნებისმიერი ღია დიალოგისთვის მზად ვართ და ჩვენც გვაინტერესებს, გაგვაგებინონ რა არის მათი მთავარი პრობლემა, არის ისევ ეს „გამჭვირვალობის კანონი“, რის გამოც დაიწყო მთელი ეპოპეა. თუმცა, ეს თემა ყველგან აქტუალურია. ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ზუსტად იგივე სახელის კანონი მიიღო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, ევროპის ბევრ ქვეყანაში არის მოწოდებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ „გამჭვირვალობის კანონია“ ის, რის გამოც ჩვენ არ გველაპარაკებინა, ესეც ძალიან ღიად უნდა გვითხრან“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.