ბელგოროდში მასირებული იერიშს შემდეგ კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.
როგორც გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
მისივე ინფორმაციით, 12 მაისს საოლქო ცენტრი და მიმდებარე რაიონები მასირებული იერიშის სამიზნე გახდნენ. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ნგრევა გამოიწვია.
მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად თითქმის მთელი ათსართულიანი შენობა დაზიანდა, საიდანაც 16 ბინა ჩამოინგრა. 8 სადარბაზოსგან შემდგარ კორპუსში სულ 502 ბინაა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა.
მას შემდეგ, რაც ადგილზე მომუშავე მაშველებს სახურავი ჩამოინგრა. „წინასწარი ინფორმაციით, ქალაქში სულ 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.