თბილისის საქალაქო სასამართლო ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული.
ბრალდების მხარემ პროცესის დახურვა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა და უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის პროცესის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დახურა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.